ისრაელის თავდაცვის მინისტრ ისრაელ კაცის განცხადებით, სამოქალაქო ობიექტებზე სარაკეტო დარტყმებით ირანმა წითელი ხაზები გადაკვეთა.
მისივე თქმით, ირანი ამ ქმედებისთვის „ძალიან მძიმე ფასს“ გადაიხდის.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ირანმა ჯამში 150 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. არსებული ცნობებით, რაკეტებით ჩამოვარდნის 9 ლოკაცია არსებობს. 15 ადამიანი დაშავდა, უმრავლესობა მსუბუქად ან საშუალო სიმძიმით დაშავდა.