თელ-ავივსა და რამათ-განზე ირანის სარაკეტო დარტყმების შედეგად 7 ადამიანია მსუბუქად დაშავებული, - ამის შესახებ განცხადებას ისრაელის საგანგებო სამსახურის მეთაური ელი ბინი ავრცელებს.
ირანმა ისრაელის მიმართულებით 100-მდე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.
ცნობილია, რომ რაკეტები შვიდ სხვადასხვა ადგილზე ჩამოვარდა, სადაც სამაშველო ეკიპაჟები ტერიტორიის დათვალიერებას აწარმოებენ. გავრცელებული ცნობით, დაზიანდა გარკვეული შენობებიც.