ირანმა ისრაელის მიმართულებით 100-მდე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.
ჩამოგდებაზე ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემები მუშაობს.
"თავდაცვის სისტემები მუშაობს, რათა საფრთხე ჩამოაგდოს. მოსახლეობას მიეცა მითითება, რომ თავი დაცულ დაწესებულებებს შეაფარონ და შემდეგ განკარგულებამდე იქ დარჩნენ. დაცული სივრცის დატოვება მხოლოდ მკაფიო დირექტივის შემდეგ არის ნებადართული". - ნათქვამია IDF-ის განცხადებაში.
როგორც ირანის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტოები წერენ, ირანმა საპასუხო ქმედებები დაიწყო.
ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. საჰაერო განგაშია მთელი ქვეყნის მასშტაბით.