ახლო აღმოსავლეთიდან მიღებული ცნობები საგანგაშოა, ევროპა მოუწოდებს ყველა მხარეს, დაუყოვნებლივ მოახდინოს დეესკალაცია და თავი შეიკავონ საპასუხო ქმედებებისგან, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„ახლო აღმოსავლეთიდან მიღებული ცნობები ძალიან საგანგაშოა. ევროპა მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება, დაუყოვნებლივ მოახდინონ დეესკალაცია და თავი შეიკავონ საპასუხო ქმედებებისგან. რეგიონის სტაბილურობისა და გლობალური უსაფრთხოების მიზნით, დიპლომატიური გადაწყვეტა ახლა უფრო სასწრაფოა, ვიდრე ოდესმე“, – წერს ფონ დერ ლაიენი.