ინდოეთის დასავლეთში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 317-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ The New Indian Express პოლიციაზე დაყრდობით იუწყება.
„დაახლოებით 317 ადამიანი დაიღუპა“, - წერს გამოცემა.
სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე დაახლოებით 75 ადამიანი დაიღუპა. ასევე დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი თითქმის ყველა ადამიანი.
ავიაკომპანია Air India-ს სამგზავრო თვითმფრინავმა ატასტროფა დღეს ინდოეთის ქალაქ აჰმედაბადში განიცადა. თვითმფრინავი – Boeing 787-8 Dreamliner დასავლეთ ინდოეთის ქალაქის აეროპორტიდან აფრენიდან რამდენიმე წუთში, საცხოვრებელ რაიონში ჩამოვარდა. ავიაკომპანიის ცნობით, 230 მგზავრიდან 169 ინდოეთის მოქალაქე იყო, 53 – ბრიტანეთის, შვიდი – პორტუგალიის და ერთი – კანადის.
პოლიციის ცნობით, ავიაკატასტროფას ერთი მგზავრი ბრიტანეთის მოქალაქე 40 წლის ვიშვაშ კუმარ რამეში გადაურჩა.