გატაცებები 2012 წლის მერე დამთავრდა, არცერთი შემთხვევა აღარ მომხდარა და “გატაცება” გვესმის დღეში 10-ჯერ. ვიღაც კოტიკო [კოტე იოსელიანი] გაუტაცებიათ, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, გატაცებები 2012 წლის მერე დამთავრდა და არცერთი შემთხვევა აღარ მომხდარა.
„[ოპოზიციაში] საერთო „მესიჯი“ დალაგდა, რომ ვიღაცებს იტაცებენ, კადიროველები არიანო. ჩვენ ვსაუბრობთ გაჯანსაღებაზე, დამოუკიდებლობის, სამართალდამცავების მუშაობის სტილის ხარისხის აწევაზე. უკვე დავდევთ დაბურულ მინებს, „ბასლეინში“ რომ არავინ გადავიდეს - ასეთ დეტალებში ჩავდივართ და ამათმა შეხედეს, რომ ქვეყანაში პროცესების კიდევ უფრო მეტი გაჯანსაღება მიდის და დაალაგეს, რომ ვიღაცებს იტაცებენ, ვიღაცა გამოდის საზიზღრობებს ლაპარაკობს და მეორე დღეს გამოდის და ამბობს ბოდიშს იმისთვის, რომ საზიზღრობა ილაპარაკა და მესამე დღეს კიდევ ვინმე გამოვა და იტყვის, რომ ეს იმიტომ თქვა, რომ გაიტაცესო. ამ მახინჯი პიარის დალაგება მიდის…
გატაცებები 2012 წლის მერე დამთავრდა, არცერთი შემთხვევა აღარ მომხდარა და “გატაცება” გვესმის დღეში 10-ჯერ. ვიღაც კოტიკო [კოტე იოსელიანი] გაუტაცებიათ - ერთ დღეს შეურაცხყოფა მიუყენებია, მეორე დღეს გაიტაცეს, თითი არ დაადეს და მესამე დღეს ცოლი გამოვიდა და ჩემი ქმარი გაიტაცესო - ეს არის სიგიჟეები.”, - განაცხადა მდინარაძემ.