სამშაბათს, 10 ივნისს, ავსტრიის ქალაქ გრაცში, ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეებსა და მასწავლებლებზე თავდასხმა მოხდა. პოლიციის ცნობით, საგანმანათლებლო დაწესებულების შენობაში სროლის ხმა ისმოდა.
მედიის ცნობით, დაღუპულია სულ მცირე ხუთი ადამიანი.
ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „რამდენიმე“ ადამიანი დაიღუპა, ხოლო ავსტრიის რადიოსადგურმა ORF-მა განაცხადა, რომ კიდევ რამდენიმე ადამიანი მძიმედ დაშავდა.
თვითმხილველების განცხადებით, 20-მდე გასროლის ხმა გაიგეს.
ამჟამად შემთხვევის ადგილზე მასშტაბური სპეცოპერაცია მიმდინარეობს. სკოლა ევაკუირებულია.