10 ივნისის ღამეს რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმების შემდეგ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ პარტნიორებს რუსეთზე ახალი სანქციების დაწესებით დაუყოვნებლივ ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდა.
სიბიჰამ განაცხადა, რომ სამშაბათს ღამით კიევმა და ოდესამ, შესაძლოა, მთელი ომის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური საჰაერო დაბომბვა განიცადეს, რომლის დროსაც ასობით უპილოტო საფრენი აპარატი და ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს.
„რუსეთმა დაბომბა სამშობიარო სახლი და ჩვეულებრივი საცხოვრებელი შენობები, დაიღუპნენ და დაიჭრნენ მშვიდობიანი მოქალაქეები.
რუსეთი უარყოფს მშვიდობისკენ მიმართულ ნებისმიერ მნიშვნელოვან ძალისხმევას - ამიტომ, ის ახალი დამანგრეველი სანქციების წინაშე უნდა დადგეს. უკვე ახლავე. ლოდინის დრო აღარ არის“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, ამისთვის პრიორიტეტული სფეროებია რუსული ბანკები, დიდი შვიდეულის მიერ დადგენილი გაზის ფასების ზედა ზღვარის შემცირება და მეორადი სანქციები იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს შეზღუდვების გვერდის ავლაში ეხმარებიან.
„ეს სანქციები არა მხოლოდ უკრაინის მხარდაჭერას ისახავს მიზნად - ისინი ჩვენი პარტნიორებისთვისაც მნიშვნელოვანია.“
ასეთი ეკონომიკური შეზღუდვები რუსულ სამხედრო მანქანას დაფინანსებას ართმევს, რაც არა მხოლოდ ჩვენს, არამედ მათ წინააღმდეგაც არის მიმართული.
არანაკლებ მნიშვნელოვანია უკრაინის გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯები, კერძოდ, საჰაერო თავდაცვის სისტემების დამატებითი მოწოდება“, - დაწერა სიბიჰამ X-ზე.