ათი წლის წინ, რომ მეთქვა, საქართველო აშშ-ს კანონების მიღებას დაასწრებს, ხომ ძალიან დასაცინები ვიქნებოდთ, ოღონდ მართლები ვიქნებოდით,, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებას საპროტესტო აქციებზე ნიღბების შესაძლო აკრძალვის შესახებ
"თქვენთვის რომ ვინმეს ეკითხა, აი, რომელიმესთვის - ოპერატორისთვის, ჟურნალისტისთვის, საზოგადოების წევრისთვის, 10 წლის წინ ეგეთი რამე რომ მეთქვა, რომ იცით რა არის, საქართველო კანონებისა და გადაწყვეტილების მიღებას 1 წლით, 2 წლით, რამდენიმე თვით დაასწრებს აშშ-ს, ჯერ საქართველოში იტყვიან რაღაცას, შემდეგ იტყვიან იგივე რაღაცას ამერიკაში, ჯერ საქართველოში მიიღებენ კანონს, შემდეგ ამერიკაში მიიღებენ - 10 წლის წინ, ხომ ძალიან დასაცინები გავხდებოდით, ოღონდ მართლები ვიქნებოდით, ოღონდ დაგვცინებდნენ.
ეს არის რეალობა, რომელიც უკვე წარსულს ჩაბარდა და კიდევ გაძლევთ გარანტიას, ბევრი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ამერიკაშიც, ევროპაშიც, რომელიც საქართველომ უკვე მიიღო და ამით, მე პირადად ვამაყობ," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.