ლოს ანჯელესში შეტაკებები მოხდა სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის. მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენეს წიწაკის ბურთულები, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი. იუწყება CNN. მომიტინგეებმა მოძრაობა გადაკეტეს და მანქანების დაწვა დაიწყეს. სამართალდამცავი ორგანოების განმარტებით, ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამსახურის მანქანები.
შეტაკებები ასევე მოხდა ეროვნული გვარდიის წევრებსა და აქციის მონაწილეებს შორის. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ეროვნული გვარდიის წევრებმა გამოიყენეს ხელკეტებიც. დაშავებულების ან დაკავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.
ორი პოლიციელი დაშავდა მოტოციკლისტების შეჯახების შედეგად.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ლოს ანჯელესში ეროვნული გვარდიის 2 ათასი წევრის განთავსების განკარგულება გასცა მას შემდეგ, რაც საიმიგრაციო აღსრულების ოპერაციების გამო დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა
ლოს ანჯელესის გარდა შეტაკებები იყო მიმდებარე დასახლებებში – პარამაუნტსა და კომპტონში. დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს ქვები და სხვადასხვა ნივთი ესროლეს. ბოლო ორი დღის განმავლობაში დაკავებულია 118 ადამიანი. ვრცელდება ცნობები დაშავებულების შესახებ.
კალიფორნიის გუბერნატორმა ტრამპის ადმინისტრაციის საიმიგრაციო პოლიტიკა დაგმო.
.