კოლუმბიაში პრეზიდენტობის კანდიდატზე თავდასხმა მოხდა. 39 წლის მიგელ ურიბე ტურბაის დედაქალაქ ბოგოტაში საარჩევნო ღონისძიების დროს სამჯერ ესროლეს. ის მძიმე მდგომარეობაში ჰოსპიტალიზებულია. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.
პოლიციამ ეჭვმიტანილი ადგილზე დააკავა, ის 15 წლისაა.
გამოცემის ცნობით, ოპოზიციური პარტია „დემოკრატიული ცენტრის“ წევრს, სენატორსა და პრეზიდენტობის პოტენციურ კანდიდატს, 39 წლის მიგელ ურიბეს ბოგოტაში, საარჩევნო კამპანიის დროს ესროლეს.
„ურიბეს მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ კვლავ კრიტიკული“, - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა, ლუს ადრიანა კამარგომ.
ოპოზიციონერზე თავდასხმა დაგმო პრეზიდენტმა, გუსტავო პეტრომ, რომელმაც მომხდარს მთელი დემოკრატიის წინააღმდეგ ძალადობის აქტი უწოდა.
კოლუმბიაში საპრეზიდენტო არჩევნები მომავალი წლის ოქტომბერშია დაგეგმილი.