კანადის თავდაცვის მინისტრ დევიდ მაკგინტის განცხადებით, კანადა უკრაინას 35 მილიონ კანადურ დოლარზე (დაახლოებით 25,5 მილიონი აშშ დოლარი) მეტი ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს.
მინისტრის თქმით, 30 მილიონი კანადური დოლარი დაიხარჯება Coyote-ისა და Bison-ის ჯავშანტრანსპორტიორების, ასევე კანადური კომპანიებისგან ახალი აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის შეძენაზე.
აღნიშნული პაკეტი დაემატება 64 ერთეულ Coyote-ისაჯავშანმანქანის წინა მიწოდებას, რომელიც უკრაინაში 2024 წლის დეკემბერში ჩავიდა.
კიდევ 5 მილიონი კანადური დოლარი კანადის თავდაცვის ინდუსტრიის მიერ რადიოელექტრონული საბრძოლო კომპლექტების შეძენას მოხმარდება.
კანადის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნული განცხადება უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის „რამშტეინის“ ფორმატში გამართულ 28-ე შეხვედრაზე გააკეთა.