ნატო-ში აშშ-ის ელჩის, მეთიუ უიტაკერის თქმით, რუსეთი ევროატლანტიკურ სივრცეში „ყველაზე დიდ საფრთხედ“ რჩება. ასე განმარტა მან ვაშინგტონის მოთხოვნა ალიანსის წევრების თავდაცვის ბიუჯეტების დაუყოვნებლივ გაზრდის შესახებ.
უიტაკერმა განმარტა, თუ რატომ მოითხოვს აშშ ევროპელი მოკავშირეებისგან თავდაცვის ბიუჯეტის 5%-მდე სწრაფად გაზრდას.
როგორც ცნობილია, ამერიკული მხარე ევროპის თავდაცვის ხარჯების დაუყოვნებლივ გაზრდის მომხრეა.
„ჩვენ არ ვადგენთ დროს [ბიუჯეტის გაზრდისთვის], ის განისაზღვრება საფრთხეებით. რუსეთი „გადაიტანს“, ის 5 წელიწადში ან კიდევ უფრო სწრაფად აღდგება“, - თქვა მან.
ევროპის რამდენიმე სადაზვერვო სააგენტოს შეფასებით, ომის დასრულებიდან ხუთი წლის განმავლობაში არსებობს რუსეთის შესაძლებლობების სწრაფი აღდგე ნის და მის მიერ ნატო-ს წევრ ქვეყნებზე თავდასხმის საფრთხე.
„ევროპელები გამუდმებით გვეუბნებიან, რომ რუსეთი ყველაზე დიდი საფრთხეა. და ჩვენ ვეთანხმებით, ევროატლანტიკურ სივრცეში სწორედ ასეა. ამიტომ, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ინვესტიციების განხორციელება“, - თქვა უიტაკერმა.