რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი დღეს სტამბოლში გაიმართება.
რუსული მხარე სტამბოლში უკვე ჩავიდა. დელეგაციას კვლავ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი უხელმძღვანელებს.
როგორც თურქული მედია წერს, მხარეებს შორის შეხვედრა სტამბოლში, სასტუმრო „ჩირაგან პალასში“ 13:00 საათზეა დაგეგმილი.
კვირას, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრის, რუსტემ უმეროვის ხელმძღვანელობით, უკრაინის დელეგაცია სტამბოლში რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის გაემგზავრება.
შეგახსენებთ, მოლაპარაკებების პირველი რაუნდი სტამბოლში 16 მაისს გაიმართა. შედეგად მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს სამხედრო ტყვეების გაცვლის შესახებ. მეორე რაუნდზე ორივე მხარე ცეცხლის შეწყვეტის თავიანთ ხედვებს წარადგენს.