აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის შეხვედრა შესაძლოა 2025 წლის ბოლომდე არ შედგეს. ამის შესახებ პუტინის თანაშემწე იური უშაკოვმა განაცხადა.
უშაკოვმა დაადასტურა, რომ ამ ეტაპზე ტრამპსა და პუტინს შორის შეხვედრაზე შეთანხმება არ არსებობს, თუმცა „იდეები ჰაერშია“.
მისი თქმით, კრემლი სატელეფონო საუბრების ფაქტს დადებითად მიიჩნევს.
„რა თქმა უნდა, პირადი შეხვედრა მასშტაბური რამ არის, რამაც სერიოზულ შედეგებამდე უნდა მიგვიყვანოს. მაგრამ კიდევ ერთხელ, ეს შედეგები ვიღაცამ უნდა მოამზადოს, კერძოდ, თეთრი სახლისა და კრემლის შესაბამისამ გუნდებმა,“ - განაცხადა უშაკოვმა.
პუტინის თანაშემწემ აღნიშნა, რომ „შესაძლებელია, მაგრამ უაზროა იმის პროგნოზირება, თუ როდის შეიძლება შეხვედრა გაიმართოს.
„შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წელს, მაგალითად... რა თქმა უნდა, ეს ფაქტი არ არის. არა. მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ,“ - განაცხადა უშაკოვმა.