უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დღეს რუსეთის ოთხ სამხედრო აეროდრომზე უკრაინული დრონებით თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინული მედია სპეცსამსახურებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამ მომენტისთვის თვითმფრიბავების იწვია „ბელაიას“, „დიაგილევოს“ და „ივანოვოს“ აეროდრომებზე
„მალიუკის (ვასილი მალიუკი, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი) წყალობით, რუსეთის ფედერაცია ახლა სიტყვა „დემილიტარიზაციის“ ნამდვილ მნიშვნელობას მიხვდება“, - განუცხადა წყარომ მედიას.
როგორც უკრაინული მედია იუწყება, რუსეთის ფედერაციაში უკრაინის უსაფრთხოების ძალები ბომბდამშენების განადგურების მასშტაბურ სპეცოპერაციას ატარებს.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის დრონები მუშაობენ თვითმფრინავების წინააღმდეგ, რომლებიც ყოველ ღამე უკრაინის ქალაქებს ბომბავენ.
უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 40-ზე მეტი თვითმფრინავი გაანადგურეს, მათ შორის A-50, Tu-95 და Tu-22 M3.
წინასწარი მონაცემებით, რუსეთმა უკვე 2 მილიარდ დოლარზე მეტი ზარალი განიცადა.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დრონები, რომლებმაც მურმანსკის მახლობლად, ოლენიას აეროდრომზე თავდასხმა განახორციელეს, იქ უკრაინიდან არ გაფრენილან.
ისინი იმ სატვირთო მანქანიდან დაიძრნენ, რომელმაც დრონები დანიშნულების ადგილამდე მიიტანა.