31 მაისის ღამეს, ზაპოროჟიეს ოლქის მელიტოპოლის რაიონში, დროებით ოკუპირებულ დასახლება აკიმოვკას მახლობლად, რკინიგზის მონაკვეთზე აფეთქება მოხდა, უკრაინის დაზვერვის ცნობით, აფეთქებულია რუსი ოკუპანტების სამხედრო მატარებელი.
დაზვერვის სამსახური ინციდენტში მონაწილეობას არ აკონკრეტებს. მისი ინფორმაციით, მატარებელი ოკუპირებული ყირიმის მიმართულებით მოძრაობდა.
რკინიგზის ლიანდაგზე აფეთქების შედეგად, საწვავის ავზებით დატვირთული მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა.