რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ბრიანსკისა და კურსკის ოლქებში რკინიგზაზე მომხდარ აფეთქებებს ტერორისტულ აქტების კვალიფიკაცია მიანიჭა, - ამის შესახებ დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის, სვეტლანა პეტრენკომ განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის, ალექსანდრე ბასტრიკინის დავალებით, ბრიანსკისა და კურსკის ოლქებში მომხდარი ინციდენტების ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმეები მთავარ საგამოძიებო დეპარტამენტს გადაეცა.
„რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის დავალებით, ბრიანსკის და კურსკის ოლქებში მომხდარი ინციდენტების ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმეები სააგენტოს მთავარ საგამოძიებო დეპარტამენტს გადაეცა“, - აღნიშნა პეტრენკომ.
შეგახსენებთ, რუსეთის ბრიანსკისა და კურსკის ოლქებში, ღამით ორი ხიდი ჩაინგრა. ბრიანსკში ჩაინგრა ხიდი, რომლის ქვეშაც სამგზავრო მატარებელი გადიოდა, დაიღუპა 7 და დაშავდა 66 ადამიანი. მოსკოვის რკინიგზამ განაცხადა, რომ ხიდი „უკანონო ჩარევის“ შედეგად ჩაინგრა.
ასევ გასულ ღამეს კურსკის ოლქში ხიდის ჩანგრევის გამო, დიზელის ლოკომოტივი და სატვირთო მატარებლის სამი სატვირთო ვაგონი ლიანდაგებიდან გადავიდა. დაშავდა ლოკომოტივის მემანქანე. ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა რამე კავშირი აღნიშნულ ორ ინციდენტს შორის.