1-ელი ივნისის დილით ცნობილი გახდა, რომ რუსეთში, კურსკის რეგიონში, კიდევ ერთი ხიდი ჩამოინგრა. ინფორმაციას კურსკის ოლქის გუბერნატორი ალექსანდრ ხინშტეინი ავრცელებს.
კიდევ ერთი ხიდის ჩამონგრევა მოხდა კურსკის რეგიონში, ჟელეზნოგორსკის რიაონში, სატვირთო ლოკომოტივის მოძრაობის დროს.
ხინშტეინის ცნობით, მატარებლის ნაწილი ხიდის ქვეშ გზაზე გადავარდა. მან დასძინა, რომ წინასწარი მონაცემებით, ერთ-ერთი მემანქანე დაშავდა.
შეგახსენებთ, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ბრიანსკის ოლქში ჩაინგრა ხიდი, რომლის ქვეშაც სამგზავრო მატარებელი გადიოდა, შემთხვევის შედეგად დაიღუპა 7 და დაშავდა 66 ადამიანი.
რუსული ტელეგრამ-არხების ცნობით, ხიდის ჩამონგრევის სავარაუდო მიზეზად აფეთქება სახელდება.