რუსეთის ბრიანსკის ოლქში, ხიდი, რომელზეც მანქანები იყო ჩაინგრა. მედიის ინფორმაციით, ამ დროს ხიდის ქვეშ სამგზავრო მატარებელი გადიოდა. შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 66 დაშავდა.
რუსული ტელეგრამ-არხების ცნობით, ხიდის ჩამონგრევის სავარაუდო მიზეზად აფეთქება სახელდება.
ბრიანსკის ოლქის გუბერბატორის ალექსანდრ ბოგომაზის თქმით, ხიდის ჩანგრევა ბრიანსკის ოლქის ვიგონიჩის რაიონში მოხდა.
მოსკოვის რკინიგზამ აღნიშნა, რომ ბრიანსკის ოლქში ხიდის ჩანგრევა და მატარებლის ლიანდაგიდან გადავარდნა „უკანონო ჩარევის“ შედეგია.
ყველა დაშავებული და დაღუპული კლიმოვო-მოსკოვის მატარებლის მგზავრია, რომელზეც ხიდი ჩამოინგრა.