აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ტემი ბრიუსმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სერიოზულად ეკიდებიან უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მიმდინარეობას და შესაბამის გადაწყვეტილებებს ტრამპის მიერ გამოცხადებულ ორკვირიან ვადაში მიიღებენ.
ამის შესახებ ბრიუსმა Fox News-ის ეთერში განაცხადა.
წამყვანის შეკითხვაზე, თუ როდის დადგება სინამდვილეში „მუდმივად მოძრავი ორკვირიანი ვადა“, რომლის შესახებაც მანამდე არაერთხელ გაჟღერდა, ბრიუსმა უპასუხა, რომ „ის არ იცვლება“.
„ჩვენ გვაქვს როგორც პრეზიდენტის, ასევე მდივნის ბოლოდროინდელი განცხადება, რომლებშიც მითითებულია, რომ ეს გრძელვადიანი საკითხი არ არის. ეს არ არის მხოლოდ სტანდარტული სამუშაო პროცედურა. ეს არ გაგრძელდება თვეები ან წლები, როდესაც ჩვენ გვაქვს სტანდარტები და ორიენტირები იმასთან დაკავშირებით თუ რა უნდა მოხდეს,“ - თქვა ბრიუსმა.
მან აღნიშნა, რომ ტრამპს იმედის აქვს, რომ მოლაპარაკებებში პროგრესი მიიღწევა, თუმცა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რასაც ადასტურებს ბრიუსის თქმით, „ბოლოდროინდელი ძალიან აგრესიული პოსტები Truth Social-ზე პუტინის მიმართ მისი იმედგაცრუების შესახებ“, რომ ის გრძნობს, რომ [პუტინი] შეიცვალა“.
„პრეზიდენტი [ტრამპი] ძალიან ღიად გამოხატავს თავის გრძნობებს, არსებობს ახალი ჩარჩო, ახალი ვადები, როდესაც გავიგებთ, სერიოზულად არიან თუ არა ისინი [უკრაინა და რუსეთი], ისინი [ტრამპი და რუბიო] გადაწყვეტილებებს ამის შესაბამისად მიიღებენ,“ - განაცხადა ბრიუსმა.
ბრიუსმა ასევე დასძინა, რომ აშშ-ის მოთხოვნები ორივე მხარისთვის ცნობილია.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას მხოლოდ „კვირა-ნახევარში ან ორ კვირაში“ შეეძლება იმის თქმა, ატყუებს თუ არა ვლადიმირ პუტინი უკრაინაში მშვიდობის დამყარების განზრახვასთან დაკავშირებით.