პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის სენატორებს ლინდსი გრემსა და რიჩარდ ბლუმენტალს უმანსპინძლა, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციების შესახებ კანონპროექტის თანაავტორები არიან. ამის შესახებ ზელენსკი Х-ზე წერს.
ზელენსკის განცხადების თანახმად, რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების სენატორები კიევში არაოფიციალური ვიზიტით ჩავიდნენ და ზელენსკის შეხვდნენ.
მისი თქმით, „რუსეთი ცდილობს დიპლომატია დაცინვის საგნად აქციოს“, ამიტომ მასზე დამატებითი ზეწოლაა საჭირო.
„მე მადლიერი ვარ ინიციატივისთვის - ორპარტიული სანქციების შესახებ კანონპროექტისთვის, რომელსაც უკვე 82 სენატორი უჭერს მხარს.“
ჩვენ განვიხილეთ ეს და სხვა ბერკეტები, რომელთა გამოყენებაც შეგვიძლია რუსეთის მშვიდობისკენ იძულებისთვის“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ ცალკე მადლობა გადაუხადა სენატორებს „ორპარტიული მტკიცე მხარდაჭერისთვის“ და იმედი გამოთქვა, რომ „ამერიკელები რეალურ ჩართულობას ელიან მოლაპარაკებების ყველა ეტაპზე“.