რესპუბლიკელი სენატორი ლინდი გრემი ვარაუდობს, რომ კონგრესის ზედა პალატა რუსეთის წინააღმდეგ ახალი, ფართომასშტაბიანი სანქციების განხილვას მომავალ კვირას დაიწყებს, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის პროცესში პროგრესის არარსებობის გამო.
ამის შესახებ მან პარასკევს კიევში ვიზიტის დროს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
გრემმა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ კანონპროექტის თანაავტორია, განაცხადა, რომ უკრაინამ ყველაფერი გააკეთა, რაც აშშ-მა მოითხოვა, ხოლო რუსეთი არაფერს ამბობს სამშვიდობო პროცესის კონტექსტში თავისი შემდგომი განზრახვების შესახებ.
„საკმარისია საუბარი, მოქმედების დროა... მე ველოდები, რომ სენატი სანქციების შესახებ კანონპროექტის განხილვას მომავალ კვირას დაიწყებს“, - განაცხადა სენატორმა.
რაც შეეხება კონგრესის ქვედა პალატას, რომლის თანხმობაც საჭირო იქნება ახალი სანქციების დასამტკიცებლად, გრემმა განაცხადა, რომ „წარმომადგენელთა პალატაში არიან წევრები, რომლებიც მზად არიან იმოქმედონ, - განაცხადა გრემმა.
შეგახსენებთ, რომ სენატორებმა რიჩარდ ბლუმენტალმა და ლინდსი გრემმა, 80 თანაავტორთან ერთად, წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის წინააღმდეგ დამატებით ეკონომიკურ სანქციებს ცეცხლის შეწყვეტაზე უარის თქმის გამო.
კანონპროექტი ითვალისწინებს 500%-იანი გადასახადის დაწესებას იმ ქვეყნებიდან იმპორტირებულ საქონელზე, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ.