სისტემა იმდენად პანიკაშია, რომ ვეღარ უძლებს წნეხს და პოლიტიკურ ოპონენტებს უკვე ქუჩიდან იტაცებს, - ასე ეხმაურება "ლელო-ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას.
"სისტემა იმდენად პანიკაშია, რომ ვეღარ უძლებს წნეხს და პოლიტიკურ ოპონენტებს უკვე ქუჩიდან იტაცებს!
ასე სრულდებიან რეჟიმები - საქართველოშიც მალე დასრულდება ოლიგარქის რუსული მისია!
ჩემი თანადგომა ნიკას!", - წერს ხაზარაძე.