რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქის პოლოგოვის რაიონს მართვადი საჰაერო ბომბებით შეუტიეს.
ამის შესახებ უკრაინული მედია ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იუწყება.
„გამთენიისას მტერმა ავიაბომბებით შეუტია სოფელ ვერხნიაია ტერსას . კერძო შენობებზე სულ მცირე ხუთი საჰაერო ბომბი ჩამოაგდეს. საცხოვრებელი შენობები დანგრეული და დაზიანებულია. ნანგრევების ქვეშ ხალხია“, - ავცახდებს ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია.
ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ 49 წლის კაცი პოლოგოვის რაიონში მტრის თავდასხმის დროს დაიჭრა.
მათივე ცნობით, საერთო ჯამში, დღე-ღამის განმავლობაში ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქის 10 დასახლებულ პუნქტზე 397 დარტყმა განახორციელეს.
„ბინების, კერძო სახლებისა და მანქანების დაზიანების 9 შემთხვევა დაფიქსირდა“, - განაცხადეს ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციაში.