აშშ ჩინელი სტუდენტების ვიზების გაუქმებას იწყებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ პლატფორმა X-ში დაწერა.
მისი თქმით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია დაიწყებს ჩინელი სტუდენტებისთვის ვიზების გაუქმებას, მათ შორის, ისეთებისთვის, ვისაც კავშირი აქვს ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან.
„შეერთებული შტატები დაიწყებს ჩინელი სტუდენტების ვიზების გაუქმებას, მათ შორის ისეთების, რომლებსაც კავშირები აქვთ ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან ან კრიტიკულ სფეროებში სწავლობენ“, – წერს რუბიო.