რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მზად უნდა იყოს აშშ-სა და ევროპის მხრიდან მიღებული იქნებამკაცრი ზომები, თუ ის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომაზე უარს იტყვის.
აღნიშნული განცხადება სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ იოჰან ვადეფულთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. იუწყება Sueddeutsche Zeitung.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი პირველი ვიზიტით შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა, სადაც სახელმწიფო მდივან რუბიოს შეხვდა.
ვადეფულის ამ ვიზიტის მიზანი ასევე იყო გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის ვაშინგტონში ვიზიტის მომზადება.
სხვა საკითხებთან ერთად, ვადეფულსა და რუბიოს შორის მოლაპარაკებების თემა უკრაინაში ომის დასრულება იყო.
გერმანელმა მინისტრმა განაცხადა, რომ „არსებობს შეთანხმება დაუყოვნებელი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ და უკრაინა ამისთვის მზადაა, რუსეთი კი - არა.
„სწორედ ამიტომ დღეს შევთანხმდით, რომ მჭიდროდ შევათანხმებთ შემდეგ ნაბიჯებზე, რათა პუტინმა საბოლოოდ შეძლოს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა“, - თქვა ვადეფულმა.
მან გაიმეორა რუბიოს სიტყვები, რომ „ზომები იქნება მიღებული, თუ პუტინი კვლავ გააგრძელებს უარის თქმას“. მისივე თქმით, და რუსეთის ლიდერი „ამისთვის მზად უნდა იყოს“.