29 მაისის ღამეს, რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში ხანძარი გაჩნდა ქარხნის „ავანგარდის“ ტერიტორიაზე, რომელიც სპეციალიზირებულია მიკროელექტრონიკის წარმოებაზე და რუსეთში სტრატეგიული საწარმოს სტატუსი აქვს.
რუსული Telegram-არხები თვითმხილველებსა და ადგილობრივ საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით წერენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი დაახლოებით ღამის 1 საათზე გაჩნდა იმ შენობაში, სადაც მიკროჩიპებს ამზადებდნენ და აწყობდნენ.
SHOT-ის ცნობით, ხანძრის კერის თავზე სქელი შავი კვამლის ძლიერი სვეტი ამოდიოდა და ალი დაახლოებით 100 კვადრატული მეტრის ფართობს მოიცავდა.
„კონდრატოვსკის პროსპექტის 72 ნომერში მდებარე სამრეწველოშენობაში ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები მიმდინარეობს. ექვსსართულიანი შენობის მე-5 სართულზე ხანძარი 100 კვადრატულ მეტრ ფართობზეა“, - ნათქვამია სანქტ-პეტერბურგის საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებაში.
Telegram-ის არხებმა „პიტერსკაია ხრონიკა“ და „SHOT“, თვითმხილველებზე დაყრდნობით, ასევე დაწეეს, რომ ხანძრის წინ გაისმა ძლიერი აფეთქებების ხმა.
დრონებით თავდასხმების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.