საფრანგეთში ბრეტანის რეგიონში, სასამართლომ 74 წლის ყოფილ ქირურგს, ჟოელ ლე სკუარნეკს, ასობით ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობისთვის 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ BBC იუწყება.
პროცესი თებერვლის ბოლოდან მიმდინარეობდა. ყოფილ ექიმს გაუპატიურებასა და სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ. მარტში ლე სკუარნეკმა დანაშაული აღიარა.
საქმეში დაზარალებულებად სულ 299 ბავშვი იქნა იდენტიფიცირებული, ძირითადად ლე სკუარნეკის ყოფილი პაციენტები.პროკურორების თქმით, ძალადობის დროს ბევრი მათგანი „იყო ძილის მდგომარეობაში, რაც გამოწვეული იყო ანესთეტიკებით, სედატიური საშუალებებით და სხვა მედიკამენტებით“.
ბრალდების მტკიცებით, ყოფილმა ექიმმა დანაშაულები 1989-დან 2014 წლამდე პერიოდში ჩაიდინა.
თუმცა, ის მხოლოდ 2017 წელს დააკავეს, როდესაც ლე სკუარნეკის ექვსი წლის მეზობელმა მშობლებს უთხრა, რომ ლე სკუარნეკი მაეს თავს დაესხა.
ამ საქმესთან დაკავშირებით ყოფილი ქირურგის სახლის ჩხრეკისას სხვა ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების მტკიცებულებები აღმოჩნდა.