თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი 26-27 მაისს სამუშო ვიზიტით რუსეთში ჩავა.
რუსული მედიის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ჰაქან ფიდანს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უმასპინძლებს, ასევე შეხვდება რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს.
სხვა საკითხებთან ერთად, თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს ამ ვიზიტით სურს ხაზი გაუსვას, რომ ანკარა მხარს უჭერს „რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევას და გამოხატავს კმაყოფილებას ამ პროცესში ბოლო დროს მიღწეული პროგრესის გამო“.
ფიდანი ასევე შეხვდება რუსეთის სხვა ოფიციალურ პირებს, მათ შორის მოლაპარაკებებეში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელს, ვლადიმირ მედინსკის..