უკრაინაში რუსების მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ჟიტომირის ოლქში სამი ბავშვი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინული მედია სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მაშველების ცნობით, დაღუპული ბავშვები 8, 12 და 17 წლის იყვნენ. ერთ-ერთი ბავშვის ცხედარი მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს.
ასევე დაშავდა 10 ადამიანი, 8 მათგანი მაშველებმა გადაარჩინეს. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
კერძო სახლები დაინგრა და დაზიანდა.
ასევე, მაშველების ცნობით, ბერდიჩევის რაიონში დაშავდა 2 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, დაზიანდა ხუთსართულიანი შენობა, კერძო სახლები და დამხმარე ნაგებობები.
შეგახსენებთ, გასულ ღამეს, რუსებმა უკრაინაზე მასირებული იერიში მიიტანეს. დაღუპულია კიდევ 9 და დაშავებულია 26 ადამიანი.