უკრაინული მედიის ცნობით, გასულ ღამეს კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა. უკრაინის დედაქალაქის დნიპროვის, სოლომენისა და ობოლონის რაიონებში საცხოვრებელი შენობები უპილოტო საფრენი აპარატებისა და ბალისტიკური ჭურვების შედეგად დაზიანდა.
საცხოვრებელი შენობების გარდა, დაზიანდა სავაჭრო და გასართობი ცენტრი, საგანმანათლებლო დაწესებულება, 8 მანქანა და სამეურნეო ნაგებობა.
რუსებმა უკრაინას 250 დრონით შეუტია, რომელთაგან 245, სავარაუდოდ, უკარინელმა სამხედროებმა გაანეიტრალეს. აფეთქებების ხმა უკრაინის დედაქალაქის თითქმის ყველა რაიონში ისმოდა.
უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, ღამის განმავლობაში დედაქალაქის თავზე 6 ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს. უკრაინისდ სხვადასხვა რეგიონზე თავდასხმა 15 ასეთი რაკეტით განხორციელდა