ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 92-ე გენერალურ სესიაში მიიღებს მონაწილეობას და სიტყვით გამოვა.
დაგეგმილია შეხვედრები ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან, ემანუელ სუბეირანთან (Dr. Emmanuelle Soubeyran), პორტუგალიის სოფლის მეურნეობის და მეთევზეობის მინისტრთან, ჟოზე მანულე ფერნანდესთან (Mr. Jose Manuel Fernandes) , ესპანეთის სოფლის მეურნეობის, მეთევზეობის და სურსათის მინისტრთან, ლუის პლანას პუჩადესთან Mr. Luis Planas Puchades.
მინისტრთან ერთად საფრანგეთში იმყოფებიან სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს