რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მან უკრაინასა და რუსეთს შორის საზღვრის გასწვრივ უსაფრთხოების ბუფერული ზონის შექმნის ბრძანება გასცა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მისი თქმით, რუსეთის ჯარებმა, უკვე დაიწყეს დაკისრებული ამოცანის შესრულება.
„ჩვენი შეიარაღებული ძალები აქტიურად ახშობენ მტრის საცეცხლე წერტილებს, სამუშაოები მიმდინარეობს“, - განაცხადა პუტინმა.
პუტინმა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გამოყენებულ მეთოდებს „ტერორისტული“ უწოდა.
მან უკრაინელი სამხედროები დაადანაშაულა, რომ თითქოს „სასაზღვრო ზონაში ისეთ სამიზნეებს ირჩევენ, რომლებსაც სამხედრო მნიშვნელობა არ აქვთ“.
„მშვიდობიანი ობიექტები, სახლები, ადამიანები. დღევანდელი მოვლენები მხოლოდ იმას ადასტურებს, რაც ახლახან ვთქვი“, - დასძინა კრემლის მეთაურმა
მან ასევე ისაუბრა კურსკის, ბელგოროდისა და ბრიანსკის ოლქების აღდგენაზე. როგორც პუტინმა აღნიშნა, ამ რეგიონებში უნდა აღდგეს გზები და სხვა ინფრასტრუქტურა..