“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ხაზი გაუსვა მნიშვნელოვან საკითხებს, რომ ჩვენ ვართ უმნიშვნელოვანესი რეგიონში და რომ გვყავს ანტიამერიკული დე ფაქტო მთავრობა, რომელიც გადაიხდის საფასურს ანტიამერიკული ქმედებებისთვის.
“მარკო რუბიოს განცხადებით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია და აშშ ცხადია არ აპირებენ ქართველი ხალხის მიტოვებას ივანიშვილის რუსული აგენტურის პირისპირ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხაზი გაესვა უმნიშვნელოვანეს საკითხებს, პირველი ის, რომ ჩვენ ვართ უმნიშვნელოვანესი რეგიონში, ჩვენ ვართ ყურადღების არეალში ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, რომ გვყავს ანტიამერიკული დე ფაქტო მთავრობა და მათ შორის გაირკვა ის, რომ ივანიშვილის დე ფაქტო მთავრობა აუცილებლად გადაიხდის საფასურს ანტიამერიკული, ანტიდასავლური, ანტიდემოკრატიული და რაც მთავარია ანტიეროვნული ქმედებებისთვის.” - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.