ისრაელი, თეირანსა და ვაშინგტონს შორის მოლაპარაკებების ფონზე, სავარაუდოდ, ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმისთვის ემზადება. ამის შესახებ CNN ამერიკული დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
მედიის ცნობით, დაზვერვის ახალი მონაცემები მიუთითებს ირანის ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე ისრაელის თავდასხმის შესაძლებლობის მნიშვნელოვან ზრდაზე.
CNN-ის თანახმად, ისრაელის განზრახვები პირდაპირ ეწინააღმდეგება თეთრი სახლის ამჟამინდელ პოლიტიკურ ხაზს, რადგან აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შესაძლო ბირთვულ შეთანხმებაზე საუბრობს.
ტელეარხის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ისრაელის მთავრობას საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა „ბოლო სამი თვის განმავლობაში დარტყმის ალბათობა მნიშვნელოვნად გაიზარდა“.
როგორც CNN ამას ადასტურებს ისრაელის არმიის გაჟონილი მონაცემების ჩანაწერები და მისი მოქმედებები, კერძოდ, ფართომასშტაბიანი წვრთნები და საჰაერო საბრძოლო მასალის გადაადგილება.
ამავდროულად, წყაროები ატ გამორიცხავენ, რომ ეს შეიძლება იყოს ირანზე „ზეწოლის ელემენტი“, რომლის მიზანია თეირანის რეჟიმის იძულება, უარი თქვას ბირთვული პროგრამის ძირითად ასპექტებზე.