მადრიდში უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ახლო მოკავშირე, პოლიტიკოსი ანდრეი პორტნოვი მოკლეს. მედიის ცნობით, ანდრეი პორტნოვი მოკლულია ესპანეთის დედაქალაქის მდიდრულ რაიონში, პოსუელოში, ამერიკული სკოლის ჭიშკართან დილის საათებში.
ონფორმაციას Reuters გამოძიებასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
შემთხვევა პოსუელოს რაიონში ამერიკულ სკოლასთან მოხდა. ანდრეი პორტნოვს იმ დროს ესროლეს, როდესაც შვილები სკოლაში მიჰყავდა.
მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ანდრეი პორტნოვი იყო უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის თანამებრძოლი. ის იყო ვიქტორ იანუკოვიჩის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე და კურირებდა უკრაინის სასამართლო სისტემას.