კიევის ოლქის ბორისპოლის რაიონში ჩამოგდებული რუსული სამიზნის ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ოქლის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმზრვანელი მიკოლა კალაშნიკი Telegram-ზე წერს.
მისი თქმით, მტრის უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად ბორისპოლის რაიონში ერთი ოჯახი დაზარალდა. მათ შორის არიან ბავშვები
მისივე თქმით დაშავებულებს სამედიცინო დახმარება გაეწიათ. დაზიანებულია მათი საცხოვრებელი სახლი. ოჯახს დროებით საცხოვრებელ ფართს გამოუყოფენ
ასევე, ღამით რუსული თავდასხმის შედეგად, რეგიონში დაზიანდა არასაცხოვრებელი შენობა, მანქანა, საწყობები და დამხმარე ნაგებობები.