ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) მიერ ღაზის სექტორში ბოლო 24 საათის განმავლობაში განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად, სულ მცირე 98 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ტელეარხი Al Jazeera წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„სამედიცინო წყაროების ცნობით, ისრაელის ძალებმა სამშაბათს ღაზის სექტორში სულ მცირე 98 პალესტინელი მოკლეს“, - ნათქვამია არხის რეპორტაჟში.
ისრაელის არმიის გენშტაბის უფროსმა, ეიალ ზამირმა, განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები აფართოებს სამხედრო ოპერაციას ღაზის სექტორში და არ გამორიცხავს თავისი ქმედებების შეცვლის შესაძლებლობას, თუ მიღწეული იქნება შეთანხმება მძევლების გათავისუფლების შესახებ.