პოლონეთში საქართველოს 2 მოქალაქე მაღაზიის გაქურდვის ვრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
როგორც იუწყბიან, ბრალდებულებმა ქალაქ ოპოლეში მდებარე მაღაზიიდან ტექნიკა, საიუველირო ნაკეთობები და საკვები მოიპარეს, რომელთა საერთო ღირებულება 1 600 ევროს შეადგენს.
ასევე ირკვევა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული, 48 წლის კაცი, პოლონეთიდან ერტხელ უკვე დადეპორტებული იყო, თუმცა საქართველოში დაბრუნების შემდეგ ბრალდებულმა შეცვალა პირადი მონაცემები და ისევ პოლონეთში ჩავიდა.
პოლონური მედიის ცნობით, ორივე დაკავებულს შენგენის ზონაში 10 წლის ვადით აეკრძალა შესვლა.