ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევისადმი მისი დაუღალავი ძალისხმევისთვის.
„ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი გვქონდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, პრემიერ-მინისტრ, ჯორჯია მელონის, პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბს, კანცლერ ფრიდრიხ მერცს და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რათა მოგვესმინა ინფორმაცია მისი სატელეფონო საუბრის შესახებ ვლადიმერ პუტინთან. მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად გაწეული დაუღალავი ძალისხმევისთვის. მნიშვნელოვანია, რომ აშშ რჩებოდეს ჩართული ამ საკითხში. ჩვენ გავაგრძელებთ ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერას უკრაინაში მდგრადი მშვიდობის მისაღწევად“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.