აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობას გამოეხმაურა. ამის შესახებ დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში წერს.
„მე და მელანია დამწუხრებულები ვართ ჯო ბაიდენის სამედიცინო დიაგნოზის გაგებით. ჯილსა და ოჯახს ვუსურვებთ თბილ და საუკეთესო სურვილებს, ჯოს კი სწრაფ და წარმატებულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – წერს ტრამპი.
შეგახსენებთ, ცნობილი გახდა, რომ ამერიკის 46-ე პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს პროსტატის კიბო დაუდგინდა.