დღეს რომის პაპის ინაუგურაცია იმართება. ლეონ XIV-ე წმინდა პეტრეს მოედანზე საინაუგურაციო წირვას ჩაატარებს, რომელსაც დაახლოებით 250 000 მომლოცველი დაესწრება.
ინაუგურაცია 18 მაისს, რომის დროით 10:00-ზე დაიწყო.
ლეო კათოლიკური ეკლესიის ახალ ლიდერად ამ თვის დასაწყისში აირჩიეს, მისი წინამორბედის, პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებისა და ვატიკანში ორდღიანი კონკლავის შემდეგ. ლეო 267-ე პაპია და პირველი ამერიკელია.
ვატიკანში იმყოფებიან მსოფლიო პოლიტიკური ლიდერები. მათ შორის, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი. იტალიაში იმყოფება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და კანადის პრემიერი მარკ კარნი. ინაუგურაციას დაესწრებიან ბრიტანეთის პრინცი ედუარდი, ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი, არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი და ავსტრალიის პრემიერმინისტრი ენტონი ალბანეზე. ვატიკანში იმყოფება მიხეილ ყაველაშვილიც.