მას შემდეგ, რაც სტამბოლში 16 მაისს გამართულ შეხვედრაში უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებმა მონაწილეობა არ მიიღეს, რომის პაპმა ლეომ XIV უკრაინასა და რუსეთს ვატიკანში სამშვიდობო მოლაპარაკებებზე შუამავლობა შესთავაზა .ინფორმაციას ვატიკანის განცხადებაზე დაყრდნობით “პოლიტიკო“ ავრცელებს.
დაესწრო, ვატიკანმა "ტრაგიკული" უწოდა სტამბოლში გამართული შეხვედრის შედეგებს, რომელსაც მოლაპარაკებების დაწყების იდეის ავტორი პუტინი, თავად არ დასწრებია და განაცხადა, რომ პაპს სურს, წმიდა საყდარმა, ომის დასრულების ძალისხმევის ფარგლებში, მასპინძლის როლი შეასრულოს მხარეებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის.
"ყოველივე ეს ტრაგიკულია, ვინაიდან ჩვენ იმედი გვქონდა, ეს პროცესი, თუნდაც ნელი, კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას მოიტანდა; ამის მაგივრად, კვლავ დასაწყისს დავუბრუნდით. ვნახოთ, რას მოვიმოქმედებთ, თუმცა რთული სიტუაციაა. პაპი გეგმავს, რომ ვატიკანი, წმიდა საყდარი, ხელმისაწვდომი გახადოს ორ მხარეს შორის პირდაპირი შეხვედრისთვის", - განაცხადა ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა, კარდინალმა პიეტრო პაროლინმა.