თურქეთში მოლაპარაკებების დროს რუსეთის დელეგაცია უკრაინას ხარკოვისა და სუმის ოლქების ოკუპაცით დაემუქრა.
ამის შესახებ The Economist-ის კორესპონდენტმა ოლივერ კეროლმა X-ზე საკუთარი წყაროებზე დაყრდნობით დაწერა.
რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში მოითხოვა უკრაინული ჯარების სრული გაყვანა ხერსონის, ზაპოროჟიეს, ლუჰანსკის და დონეცკის რეგიონებიდან:
„რუსეთმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ უკრაინა გავა ოთხი „ანექსირებული“ რეგიონიდან, რომლებსაც ის [რუსეთი] სრულადაც კი არ აკონტროლებს.
მოსკოვი ასევე დაიმუქრა კიდევ ორი: ხარკოვისა და სუმის ოკუპაციით.
კეროლი ციტირებს რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის, პუტინის მრჩევლის, ვლადიმირ მედინსკის სიტყვებს: „ჩვენ არ გვსურს ომი, მაგრამ მზად ვართ ერთი, ორი, სამი წელი ვიბრძოლოთ - რამდენი ხანიც არ უნდა დასჭირდეს ამას“.
ჩვენ შვედეთთან 21 წლის განმავლობაში ვიბრძოდით. თქვენ რამდენ ხანს ხართ მზად ბრძოლისთვის?“
მას ასევე მიაწერენ იმ განცხადებას, რომ რუსეთი მზადაა სამუდამოდ იბრძოლოს.
„შესაძლოა, ამ მაგიდასთან მსხდომთაგან ზოგიერთმა კიდევ უფრო მეტი საყვარელი ადამიანი დაკარგოს. რუსეთი მზადაა სამუდამოდ იბრძოლოს“, - თქვა მედინსკიმ.