სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ტელეფონით ისაუბრეს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, სერჰიი ნიკიფოროვმა განუცხადა.
მისი თქმით, სატელეფონო საუბრის მთავარი თემა უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის დელეგაციებს შორის სტამბოლში გამართული მოლაპარაკებები იყო.
ზელენსკიმ მოგვიანებით Telegram-ზე დაადასტურა, რომ სატელეფონო საუბრის დროს სტამბოლში შეხვედრა განიხილეს.
ზელენსკიმ, რომ უკრაინა მზადაა რეალური მშვიდობისთვის უსწრაფესი ნაბიჯები გადადგას და მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ მყარი პოზიცია შეინარჩუნოს.
„ჩვენი პოზიციაა, რომ თუ რუსები უარს იტყვიან სრულ და უპირობო ცეცხლისა და მკვლელობის შეწყვეტაზე, მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს.
რუსეთზე ზეწოლა უნდა შენარჩუნდეს მანამდე, ვიდრე რუსეთი ომის დასრულებისთვის მზად არ იქნება. მადლობა მსოფლიოში ყველას, ვინც გვეხმარება“, - თქვა ზელენსკიმ.
მან აღნიშნა, რომ რუსეთი ორ თვეზე მეტია უპასუხოდ ტოვებს ამერიკულ წინადადებას უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, უგულებელყოფს ყველა შესაძლო მოწოდებას, აყენებს არარეალურ პირობებს და არ ავლენს ომის დასრულების მზაობას.