უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები სტამბოლში პარასკევს, 16 მაისს დაიწყება.
უკრაინული მედიის ცნობით, ხუთშაბათისთვის შეხვედრები არ არის დაგეგმილი.
სტამბოლში ასევე მოსალოდნელია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს და აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის ჩასვლა.
უკრაინული მედიის წყაროების თქმით, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, თურქეთიდან ალბანეთში გაემგზავრა, სადაც 16 მაისს ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი დაიწყება.
პარალელურად, უკრაინის დელეგაცია თავდაცვის მინისტრ, რუსტემ უმეროვის ხელმძღვანელობით, ხუთშაბათს გვიან ღამით სტამბოლში რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის ჩავა.