უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა ანტალიაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკ რუბიოსა და სენატორ ლინდსი გრემს შეხვდა, სამშვიდობო ძალისხმევის და მასთან დაკავშირებული პოზიციების ამ შესათანხმებლად.
ამის შესახებ სიბიჰა სოციალურ ქსელ Х-ში წერს.
„ანტალიაში შევხვდი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს და სენატორ ლინდსი გრემს, რათა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო ძალისხმევის ხედვა გადამეცა და ამ კრიტიკულ კვირაში პოზიციები შეგვეთანხმებინა. ჩვენ დეტალურად განვიხილეთ შემდგომი ნაბიჯების ლოგიკა და გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი მიდგომები“, - წერს სიბიჰა.
სიბიჰამ აღნიშნა, რომ მან კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის „მტკიცე და თანმიმდევრული ერთგულება პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევის მიმართ და მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს მონაწილეობისთვის“.
ამასთან, მან დაადასტურა მზადყოფნა „კონსტრუქციული და ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობისთვის“.
„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა უკრაინის კონსტრუქციულ ნაბიჯებს კონსტრუქციულად უპასუხოდ. მან ეს ჯერ არ გააკეთა. მოსკოვმა უნდა გაიგოს, რომ მშვიდობის უარყოფას თავისი ფასი აქვს“, - აღნიშნავს სიბიჰა.
შეგახსენებთ, დღეს, 15 მაისს, სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები გაიმართება.