აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინასთან დაკავშირებით „კარგი ამბები“ შესაძლოა უახლოეს დღეებში გავრცელდეს.
ეს განცხადება მან კატარის ემირთან, თამიმ ბინ ჰამად ალ ტანისთან შეხვედრის დროს გააკეთა, წერს NBC News.
„ვფიქრობ, დღეს, ხვალ, ან პარასკევს რუსეთ-უკრაინის შესახებ, შესაძლოა ძალიან კარგი ამბები გვქონდეს. ვნახოთ“, - თქვა ტრამპმა.
გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კატარი ვაშინგტონს სხვადასხვა კონფლიქტის მოგვარებაში ეხმარება, მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომის.
აშშ პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 15 მაისს სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკებებზე ჩასვლა არ გამორიცხა.