საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ფრანგულ ტელეარხ TF1-თან ინტერვიუში უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა.
მაკრონის თქმით, უკრაინაში ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტა აუცილებელია, რადგან ეს უკრაინას საშუალებას მისცემს, მოლაპარაკებები განაახლოს მისთვის ყველაზე ხელსაყრელ მდგომარეობაში.
„ცეცხლის შეწყვეტა არის ის, რაც უზრუნველყოფს საუკეთესო ჰუმანიტარულ სიტუაციას და საშუალებას მოგვცემს, ხელახლა ჩავერთოთ დისკუსიებში, რაც საშუალებას მოგვცემს მოვაგვაროთ ტერიტორიული საკითხები. თავად უკრაინელებსაც კი ნათლად ესმით […], რომ მათ არ ექნებათ შესაძლებლობა დაიბრუნონ ყველაფერი, რაც 2014 წლიდან წაართვეს“, -განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, თუ რუსეთი 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე არ დათანხმდება, ევროპელი ლიდერები სანქციების საკითხს დაუბრუნდებიან.
მაკრონმა აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ უკვე შემოღებულ იქნა სანქციების რამდენიმე ათეული პაკეტი, თუმცა თუ რუსეთი არ დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას, მაშინ უახლოეს დღეებში ახალი სანქციების განხილვა მოხდება - ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო კონტაქტში“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა. [BBC]